“ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშეწყობას” – დანიგანი

“ვაგრძელებთ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის ხელშეწყობას” – დანიგანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო “შუა დერეფანში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამიტომ DFC-მ ფოთის პორტში $50 მლნ-იანი ინვესტიცია ჩადო.

“ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს “შუა დერეფანში”, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC-მ), შავ ზღვაში ფოთის პორტის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გამოყო, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვის, გამტარუნარიანობა. ჩვენ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებისთვის ხელშეწყობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

ცნობისთვის, ახალი საზღვაო ნავსადგური ფოთში 2022 წლის დასაწყისში გაიხსნა. იგი საქართველოს საზღვაო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 120 მილიონ დოლარს აღწევდა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ დააფინანსა, რაც DFC-ის მიერ რეგიონში გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

მსგავსი სიახლეები

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის –…
რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურა – TBC Capital-ის პუბლიკაცია

რა უნდა იყოს დეველოპერულ სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო…

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება. სხვადასხვა ქვეყნის…
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა – აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $22 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა,…